28 იანვარი 2022,   14:50
ვრცლად
ჩახმახისთვის ხელი არ გამომიკრავს...- ალეკ ბოლდუინის პირველი ინტერვიუ გადასაღებ მოედანზე მომხდარი ტრაგედიის შესახებ 

"ჩახმახისთვის ხელი არ გამომიკრავს..."- აცხადებს ამერიკელი მსახიობი, ალეკ ბოლდუინი ეი-ბი-სი ნიუსთან მიცემულ ინტერვიუში.

ეს ვარსკვლავის პირველი ინტერვიუა ოქტომბერში მომხდარი, ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ, როდესაც გადასაღებ მოედანზე მსახიობის მიერ გასროლილ ტყვიას ოპერატორის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ დაუმიზნა მსახიობმა ჰატჩინს იარაღი მაშინ, როდესაც ეს სცენარში არ იყო გათვალისწინებული, ბოლდუინი პასუხობს, რომ იგი არასდროს დაუმიზნებდა არავის იარაღს და არასდროს გამოკრავდა ჩახმახს ხელს.

გადასაღებ მოედანზე მომხდარ ფაქტს სამართალდამცველები ამ დრომდე იძიებენ.

დღის ამბები