28 იანვარი 2022,   16:28
ვრცლად
LIVE: პირდაპირი ტრანსლაცია სააკაშვილის სასამართლო პროცესიდან

საბიუჯეტო თანხის გაფლანგვის საქმე - მიხეილ სააკაშვილის მორიგ ბრალდებაზე სასამართლო სხდომა თითქმის ერთი საათის დაგვიანებით, რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. პროცესს ბრალდებული ექსპრეზიდენტიც ესწრება.  

სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დაუშვეს ჟურნალისტებიც. მედიის წარმომადგენლების დასწრება სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება მიეცათ, თუმცა მათ გადაღების უფლება არ აქვთ. 

სასამართლომ საზოგადოებრივ მაუწყებელს პირდაპირი სიგნალის ჩაწერის უფლება და ამავე სიგნალის სხვა ტელევიზიებისთვის გავრცელების უფლება მისცა. სააკაშვილის  პროცესიის პირდაპირ ეთერში ნახავა "რუსთავი2-ის" ფეისბუკ გვერდზეა შესაძლებელი - LIVE

გარდა ამისა, სხდომის დაწყებისას მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია გამოჰკითხა.

პატიმარმა ექსპრეზიდენტმა მედიის დასწრება გუშინ გავრცელებულ მიმართვაში ითხოვა. 

სხდომის დაწყების წინ მეიდასთან კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ. 

"მისი მასშტაბიდან გამომდინარე, მე ვისურვებდი რომ ისაუბროს ამ წარდგენილ სამარცხვინო ბრალზე და ასევე, როგორც წინა ჯერზე, მიმართოს ქართულ საზოგადოებას.

ამ საქმეში არავითარი შეკითხვები არ არის, არის მხოლოდ მზა პასუხები და ეს პასუხები არის ტყუილები. ცხადია, პროკურატურას ვგულისხმობ," - ამბობს ნიკა გვარამია.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ბექა ბასილაია საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. 

"ძალიან მნიშვნელოვანი შუამდგომლობებია, რასაც მოისმინეთ. მოგეხსენებათ, ეს არის პიჯაკების საქმე, საქმე სადაც სააკაშვილს ედავებიან ვაცლავ ჰაველის საფლავზე, ლეხ კაჩინსკის საფლავზე თაიგულების მიტანას, ჯო ბაიდენის გამასპინძლების ხარჯს და ამ საქმესთან დაკავშირებით, დღეს მოისმინეთ ძალიან მნიშვნელოვან დეტალებს. ამ საქმესთან დაკავშირებით, ჩვენ ამ დრომდეც ყოველთვის საზოგადოების მიმართ ვიყავით ღია, ყველა ხარჯთან დაკავშირებით ვაკეთებდით განმარტებებს და დღეს დაველოდოთ სასამართლო განხილვებს," - ამბობს ბექა ბასილაია.

დღის ამბები