28 იანვარი 2022,   15:36
ვრცლად
ბოტოქსი, ეპილაცია და გასახდომი პროცედურები სააკაშვილმა ხალხს მალულად დააფინანსებინა - შალვა პაპუაშვილი

ბიუჯეტიდან 9 მილიონამდე ლარის გაფლანგვის საქმეზე ოპოზიციისა და მმართველ გუნდში განსხვავებული შეფასებები კეთდება. სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმე, ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ბოტოქსების, მასაჟის, სასტუმროების და კორუფციის საქმეა:

"ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს შექმნას ალტერნატიული ისტორია და დაამციროს ამ პროცესის მნიშვნელობა. სინამდვილეში, ეს არის პროცესი ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ, რომელიც ეხება ელიტური კორუფციის არნახულ მასშტაბებს. 9 მილიონ ლარზეა საუბარი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი საკუთარი ძალაუფლების გამოყენებით, პირად სარგებელს იღებდა. ამ 9 მილიონში არის, ნახევარი მილიონი დოლარის კოსმეტიკური სხვადასხვა მანიპულაციები, ბოტოქსი, ეპილაცია, გასახდომი პროცედურები და ა.შ. ეს მან ჩვენს ხალხს მალულად დააფინანსებინა,"- აცხადებს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. 

"ე.წ. პიჯაკების საქმე ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია მოვიხსენიოთ, როგორც კორუფციის საქმე,"- აღნიშნა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა. 

დავით მათიკაშვილის განცხადებით, კი ექსპრეზიდენტმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 მილიონის დახარჯვით, საკუთარ თანამოქალაქეებს ჩაუყო ჯიბეში ხელი.

"მან საკუთარ თანამოქალაქეებს ჩაუყო ჯიბეში ხელი, როდესაც სახელმწიფოს ბიუჯეტიდან მოახდინა საკუთარ საჭიროებებზე ამ ფულის დახარჯვა. პროცესზე ეს უპასუხისმგებლო დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის მიმართ კიდევ ერთხელ დაფიქსირდება," - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი

დღის ამბები