21 იანვარი 2022,   16:21
ვრცლად
ნამდვილი გმირები ხართ, მე რომ ცოცხალი ვარ, ამაში თქვენი ლომის წილია - სააკაშვილმა ჟურნალისტებს მადლობა გადაუხადა 

ბრალდებულმა ექსპრეზიდენტმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას თავდაპირველად მადლობა პრესის წარმომადგენლებს გადაუხადა და თქვა, ის რომ ცოცხალია, ამაში ლომის წილი მედიას მიუძღვის. 

ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა გამოსვლისას ისიც აღნიშნა, რომ ის სასამართლოს არ მიმართავს და მისი მიმართვის ობიექტები საზოგადოების წევრები არიან:

"მე არ მივმართავ ამ სასამართლოს, ხედავთ რომ ივანიშვილს იმის ეშინია, რომ მე ჩვენს საზოგადოებას ველაპარაკო, მათ უნდათ რომ არ მალაპარაკონ

მინდა მადლობა ვუთხრა პირველ რიგში პრესის წარმომადგენლებს - თქვენ ნამდვილი გმირები ხართ. მე რომ ცოცხალი ვარ, ამაში თქვენი ლომის წილია. მე ვხედავ რამდენად ადამიანური შეიძლება იყოს ჟურნალისტი და ხანდახან ნაკლებად კრიტიკულიც კი. მე ამ სასამართლო დარბაზში 3 საათით ადრე მომიყვანეს, პროცესი 50 წუთის დაგვიანებით დაიწყო, ეტყობა თქვენ ბევრი დრო გაქვთ, მე არ მაქვს ბევრი დრო. მე უკრაინის უმაღლესი თანამდებობის პირი ვარ,  მე ვარ საქართველოში აქტიური პოლიტიკოსი, ვარ რეგიონალური პოლიტიკური ლიდერი, მაქვს ჩემი პოლიტიკური საქმიანობის დრო და ნამდვილად არ მაქვს ფუჭად ხარჯვის დრო. ამიტომ, მომიყვანეთ ხოლმე მაშინ, როდესაც არის დრო და ყველა დროზე გამოცხადდეს. ის პირველ რიგში საზოგადოების პატივისცემაა. ძალიან შეეჩვივნენ, რომ საზოგადოებას აგდებულად ექცევიან. თქვენ ყველაფერს აკეთებთ ისე, როგორც ხელისუფლებისთვის არის კომფორტული. 

ბევრი მოთხოვნა იყო, თუ რატომ არ გამოვხატე ჩემი ბოდიშის განცდა და სინანული წინა გამოსვლაში, ამას აკეთებდნენ უზურპატორი ხელისუფლების წარმომადგენლები. ასე ხდებოდა სტალინის დროს, ყველა აღიარებდა თავის დანაშაულს და მერე ყველას ხვრეტდნენ. მე იმ ხალხის მიმართ არანაირი სასინანულო არ მაქვს. რაც შეეხება დანარჩენ საზოგადოებას, მე მათთან ბევრი მაქვს სალაპარაკო,"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

 

 

 

დღის ამბები