21 იანვარი 2022,   15:58
ვრცლად
მე მინდა ხალხმა იცოდეს რა მოხდა 26 მაისს... - მიხეილ სააკაშვილის განმარტება

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე 26 მაისს განვითარებულ პროცესებზე განმარტება გააკეთა. როგორც ექსპრეზიდენტი ამბობს, მიმდანარე მოვლენების დროს, მხოლოდ ერთადერთი ბრძანება გასცა და ეს დემონსტრანტების ტერიტორიიდან მაქსიმალურად გაყვანას ეხებოდა.  

"მე მინდა ხალხმა იცოდეს, 26 მაისს რა იყო. 26 მაისს მოხდა მანქანის დაჯახება პოლიციელზე, თათუხაშვილზე, ჩაითვალა, რომ მკვდარი იყო, იმიტომ რომ პროტესტანტების მანქანამ გადაუარა. პოლიციამ მართლა დაკარგა კონტროლი და მათ უფროსებმა დაკარგეს კონტროლი პოლიციაზე, რაფერი განკარგულება არ ყოფილა და რაც იყო ცუდი, ჩაკეტილი იყო ორივე მხრიდან ეს მოედანი. თემურმა დამირეკა, რომ ძალიან ცუდი სიტუაცია არისო, პოლიცია არის გავეშებული, უფროსებს აღარ ემორჩილებაო, იმიტომ რომ თავისიანი მოუკლესო და რა ვქნათო?

რა შეგვიძლია ვქნათ და გავუხსნათ ახალგაზრდობის სასახლის ბაღი, რომ გამოარიდოთ ყველა და გავიყვანოთ ყველა აქედანო და მე ვუთხარი, რომ დაუყოვნებლივ, ყველა დემონსტრატი გაიყვანეთ, გაარიდეთ, ყველა მიმართულებით გაიქცნენ, რაც არის შენს სფეროში, ახლავე გააკეთე-თქო.

აი ეს არის ის ერთადერთი ბრძანება, რომელიც მე გავეცი 26 მაისზე," - ამბობს მიხეილ სააკაშვილი. 

დღის ამბები