23 იანვარი 2022,   06:01
ვრცლად
მასაჟისტისტი, რომელიც კბილებით აკეთებდა მასაჟს, ან შიშველი ქალი, რომელიც თავისი სხეულით ხატავს...  ეს უფრო ნაკლებადაა პიჯაკების საქმე, ვიდრე ბოტოქსების - გიორგი ვოლსკი

კოსმეტიკური მანიპულაციები, ბოტოქსი, ეპილაცია და გასახდომი პროცედურები მიხეილ სააკაშვილმა ხალხს მალულად დააფინანსებინა - ასე აფასებს მმართველი გუნდი ბრალდებას, რომელიც ექსპრეზიდენტს ბიუჯეტიდან თანხის გაფლანგვის საქმეზე აქვს წარდგენილი.

"ეს უფრო ნაკლებად არის პიჯაკების საქმე, ვიდრე ბოტოქსების საქმე. პრინციპია მთავარი და ამ პრინციპთან დაკავშირებით, სააკაშვილის პოზიცია საკმაოდ სუსტია. მასაჟისტისტი, რომელიც კბილებით აკეთებდა მასაჟს, ან შიშველი ქალი, რომელიც თავისი სხეულით ხატავს ესენი ნამდვილად არ არის ის თემა, რომელიც შეიძლება სადაო იყოს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ეს არის ე.წ. გრიფით საიდუმლო დოკუმენტები,"- აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანს კი სასამართლო პროცესისგან მოლოდინი აქვს, რომ ფარდა აეხდება 9 მილიონის ხარჯვას:

"სასამართლო პროცესისგან ველოდებით რომ ნამდვილად ფარდა აეხდება იმ 9 მილიონის არამიზნობრივ ხარჯვას, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენლები ძალიან მონდომებით უწოდებენ პიჯაკების საქმეს. თუმცა, იმ მთლიან დანახარჯებში პიჯაკების თანხა ყველაზე მინიმალურია და თავისუფლად შეგვიძლია ამავე საქმეს ვუწოდოთ ბოტოქსებისა და სახის პროცედურების საქმე, რადგან 500 ათას დოლარამდე აქვთ დახარჯული ამ მიზნობრიობით. ასევე უცნაური მასაჟებისა და არაორდინალური ფორმით დახატული ნახატების საქმე, ასევე გასახდომი პროცედურების საქმე, რომელსაც გიორგი უგულავასთან ერთად იტარებდა,"- აღნიშნავს აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი.

დღის ამბები