21 იანვარი 2022,   15:21
ვრცლად
ძლიერი დაძაბულობა უკრაინის ირგვლივ შეშფოთებას იწვევს, იმედგაცრუებული ვარ პროგრესის ნაკლებობით - ანა ლინდე

შვედეთში ეუთოს მინისტერიალი დაიწყო - სტოკჰოლმში იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.დავით ზალკალიანი მინისტერიალზე სიტყვით გამოვა. მთავარი აქცენტები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაკეთდება.

57 ქვეყანას შორის, რომელიც ეუთოს მინისტერიალს ესწრება, რუსეთიც არის. ეუთოს თავმჯდომარის თქმით, არცერთ კონფლიქტს არ ჰქონია უფრო მეტი პოლარიზაციის ეფექტი ევროპული უსაფრთხოებისთვის როგორც უკრაინის საკითხს.

ანა ლინდეს განცხადებით, ეუთო მზადაა ფასილიტაცია გასწიოს მთიანი-ყარაბახის კონფლიქტის მოგვარებაში. ეუთოს თავმჯდომარის თქმით, ის დარწმინებულია სომხეთ-აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის რეგიონალური თანამშრომლობის ღირებულებში.

"არცერთ კონფლიქტს არ ჰქონია უფრო მეტი პოლარიზაციის ეფექტი ევროპული უსაფრთხოებისთვის როგორც უკრაინის საკითხს მათ შორის ყირიმისას. შვედეთის თავმჯდომარეობის პირველ პრიორიტეტად რჩება ფუნდამენტური გამოწვევა ევროპული უსაფრთხოების. ძლიერი დაძაბულობა უკრაინის ირგვლივ შეშფოთებას იწვევს. იმედგაცრუებულიო ვარ პროგრესის ნაკლებობით მდგრადი პოლიტიკური გადაწყვეტილების კუთხით უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების პატივისცემის თვალსაზრისით. გადაკვეთის წერტილები გახსნილი უნდა იყოს ორივე მხარეს რათა მოქალაქეებს წვდომა ჰქონდეთ თავიანთი განსახლების არეალებთან უკრაინაში. საერთაშორისო სამართალი მათ შორის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი დაცული უნდა იყოს.

მოლდოვაში უნდა გავაგრძელოთ საქმიანობა ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებისთვის ორივე მხარეს. როდესაც ჩვენი თავმჯდომარეობა დავიწყეთ პირობა დავდე, რომ აქტიურ როლს ვითამაშებდით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში და ინციდენტების პრევენციულ მექანიზმებში საქართველოსთან მიმართებით. ევროკავშირთან და გაეროსთან ერთად კვლავ აღვადგინეთ დისკუსია და დავეხმარეთ მონაწილეებს ფოკუსირება მოეხდინათ საკითხებზე დაფუძნებულ დღის წესრიგზე. ეს საჭირო იყო რადგან სტატუსკვო და პოლიტიკურ-ჰუმანიტარული მდგომარეობა მიუღებელია.

გადაუჭრელი საკითხები რჩება ასევე მთიანი-ყარაბახის კონფლიქტის კონტექსტში როგორიცაა გასულ თვეში მომხდარი ძალადობის ფაქტი რეგიონში. ეუთოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი აქვს ამ შემთხვევაში. დარწმუნებული ვარ სომხეთ-აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის რეგიონალური თანამშრომლობის ღირებულებში. ეუთო მზადაა ამაში ფასილიტაცია გასწიოს. ჩვენმა სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ამისთვის ნიადაგი მოამზადა რათა ამ სამმა სახელმწიფომ ამ მიმართულებით ნაბიჯები გადადგან," - განაცხადა ანა ლინდემ

დღის ამბები