30 სექტემბერი 2022,   05:08
ვრცლად
"ქალბატონო თაკო, ჩვენო კულტურულო! დრო თუ არ გაქვთ და არ გცალიათ, შეგიძლიათ რუსთაველზე გაშალოთ ლეიბი და წამოკოტრიალდეთ" - წულუკიანი

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის მოსმენა პარლამენტში კამათის ფონზე მიმდინარეობს.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა თეა წულუკიანისგან მოითხოვა, რომ მას  დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხი გაეცა,  რაზეც წულუკიანმა უპასუხა, რომ დალოდებოდა და მის კითხვებსაც გასცემდა პასუხს. თავის მხრივ, ჩარკვიანმა აღნიშნა, რომ ბევრი დრო არ აქვს.

საპასუხოდ, კი წულუკიანმა ჩარკვიანს ასე უპასუხა: "ქალბატონო თაკო, ჩვენო კულტურულო! დრო თუ არ გაქვთ და არ გცალიათ, შეგიძლიათ რუსთაველზე გაბრძანდეთ, გაშალოთ ლეიბი და წამოკოტრიალდეთ".

წულუკიანმა აღნიშნა ისიც, რომ ოპოზიციას პასუხები არ მოსწონს და მას სიძულვილის ენას უწოდებს.

"პოლარიზაციის ხარისხი შეუძლებელია შემცირდეს, როდესაც ოპოზიცია უსინდისოდ იტყუება, რომ არჩევნები გაყალბდა, როდესაც ზოგიერთი ოპოზიციონერი დედას იფიცება, რომ არ შევა პარლამენტში და შემდეგ მინისტრის საათზე რომ მოვალ, აქ დამხვდება დასკუპებული. ქალბატონო თამარ, რატომ დამხვდით აქ დასკუპებული? ხომ ამბობდით, არ შევალ პარლამენტშიო? 

ქალბატონი თამარი ამბობს, პარლამენტში იმიტომ შემოვედი, რომ იქედან ჩამოგათრიოთ, სადაც ხართო. ეს სიძულვილის ენა არ არის?! - ეს სიყვარულით ნათქვამია? არა უშავს! ქალბატონი თაკო სიყვარულს ასხივებს. ის პარლამენტში დასკუპებული იმიტომ დამხვდა, რომ აქედან ჩამოგვათრიოს," - მიმართა წულუკიანმა თამარ ჩარკვიანს.

 

დღის ამბები