19 იანვარი 2022,   12:28
ვრცლად
სამიზნე ჯგუფში ერთჯერადად ვაქცინირებული უკვე არის 59% - ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ "ღამის კურიერის" ეთერში დაასახელა პროცენტები, თუ რამდენი პირია ვაქცინირებული დღეის მდგომარეობით საქართველოში, როგორც ერთჯერადად ასევე, ორჯერადად აცრილებს შორის: 

"ჩვენ ვითვლით პოპულაციის აცრას და ამასთან დაკავშირებით ბევრი კრიტიკა გვესმის. როგორ გამოიყურება ეს სტატისტიკურად, ალბათ მნიშვნელოვანია. როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენ გვყავს აცრილი მოსახლეობის 40%, ამ შემთხვევაში ვგულისხმობთ სრული პოპულაციის 40%-ს. ხოლო, ის სამიზნე მაჩვენებელი, რომელიც საქართველოს 21 იანვარს ჰქონდა დადებული, რომ პოპულაციის 60% აიცრას, ამ სამიზნე მაჩვენებელთან ჩვენ მხოლოდ 1% გვაშორებს. შესაბამისად, საქართველოში, დათქმული 60%-დან, სამიზნე ჯგუფში ერთჯერადად ვაქცინირებული უკვე 59% არის. ეს კი ძალიან დიდ იმედს იძლევა იმისას, რომ ჩვენს სამიზნე მაჩვენებელს უახლოეს მომავალში მივაღწევთ. რაც შეეხება ორჯერადად აცრილებს, უკვე გადავცდით მილიონს,"- აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

დღის ამბები