06 ოქტომბერი 2022,   10:18
ვრცლად
აქვს კანის პრობლემები, თავს სუსტად გრძნობს, რაც შეეხება პოლიტიკურ გეგმებს, ამბობს, რომ საქართველოში ცვლილებები მალე იქნება - ლიზა იასკო

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მე-14 დღეა შიმშილობის შემდგომ რეაბილიტაციას გორის ჰოსპიტალში გადის. მასთან მნახველები დღესაც მივიდნენ. გორში იმყოფებოდა ლიზა იასკოც. მისი თქმით, სააკაშვილს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები ისევ აქვს. ლიზა იასკომ ექსპრეზიდენტის პოლიტიკურ გეგმებზეც ისაუბრა.

"ექიმები ამბობენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესია, თუმცა მე ვხედავ, რომ ეს ასე არაა. მას აქვს კანის პრობლემები, დაბალი ჰემოგლობინი, თავს სუსტად გრძნობს. ვფიქრობ ექიმებმა ამას სერიოზულად უნდა შეხედონ. ყოველ შემთხვევაში მე პროგრესს ვერ ვხედავ. ჯანმრთელობის კუთხით ახალი სიმპტომები იჩენს თავს, რაც ჩემს შეშფოთებას იწვევს.

რაც შეეხება პოლიტიკურ გეგმებს, ამბობს, რომ საქართველოში ცვლილებები მალე იქნება, ამისთვის მისი თქმით საჭიროა მოსახლეობა არ გაჩუმდეს და იბრძოლონ," - განაცხადა ლიზა იასკომ.

დღის ამბები