19 იანვარი 2022,   12:39
ვრცლად
ახალი შტამი შეშფოთებას იწვევს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ბერკეტი - საუკეთესო ვაქცინები, მედიცინა და მეცნიერები მსოფლიოში - ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კორონავირუსთან ბრძოლის ახალი გეგმა წარადგინა. ჯო ბაიდენმა საზოგადოებას აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

"ახლა, როდესაც ზამთარი იწყება, ჩვენ ახალი შტამის გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ახლა სახელმწიფო ერთი მიზნის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს, რათა ერთმანეთი დავიცვათ, დავიცვათ ჩვენი ეკონომიკა. ახალი შტამი შეშფოთებას იწვევს, მაგრამ ჩვენ გვაქვს საუკეთესო ბერკეტი - საუკეთესო ვაქცინები, საუკეთესო მედიცინა და მეცნიერები მსოფლიოში. ჩვენ ამ ვარიანტს მეცნიერებით და სწრაფი მოქმედებით დავამარცხებთ და არა ქაოსით და დაბნეულობით. ბუსტერ დოზით აცრა უკვე 100 მილიონზე მეტ ადამიანს შეუძლია," - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

დღის ამბები