22 მაისი 2022,   08:30
ვრცლად
მოპედებისა და მსუბუქი კვადროციკლების მფლობელებს სატრანსპორტო საშუალების დარეგისტრირება უკვე შეუძლიათ

მოპედებისა და მსუბუქი კვადროციკლების მფლობელებს უკვე შესაძლებლობა აქვთ სატრანსპორტო საშუალება  ნებაყოფლობით დაირეგისტრირონ.

დღეიდან ამოქმედდა "საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილება, რომლის შედეგად განისაზღვრა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ახალი კატეგორია/ქვეკატეგორია:

• სატრანსპორტო საშუალების "AM" კატეგორია, რომელიც აერთიანებს მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებს;
• სატრანსპორტო საშუალების "A2" ქვეკატეგორია, რომელიც ითვალისწინებს მოტოციკლს, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე არ აღემატება 35 კვტ-ს, ხოლო სიმძლავრის/წონის კოეფიციენტი − 0,2 კვტ/კგ-ს.

აღნიშნული ცვლილების მიხედვით, მოპედი და მსუბუქი კვადროციკლი განისაზღვრა მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებად. შესაბამისად, "AM" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას და მათ სამართავად საჭირო იქნება შესაბამისი მართვის უფლების მოპოვება.

დაინტერესებულ პირებს 6 დეკემბრიდან საშუალება ექნებათ, ნებაყოფლობით დაირეგისტრირონ "AM" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები და მოიპოვონ შესაბამისი მართვის უფლება, ხოლო 2022 წლის 28 მარტიდან მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის რეგისტრაცია და "AM" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვება სავალდებულო ხდება.

დღის ამბები