06 ოქტომბერი 2022,   11:29
ვრცლად
მიანმარის ხელისუფლებიდან გადაყენებულ ლიდერს 4 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

კორონავირუსის შეზღუდვების დარღვევისა და არალიცენზირებული საკომუნიკაციო აღჭურვილობის ფლობის ბრალდებებით, მიანმარის ხელისუფლებიდან გადაყენებულ ლიდერს, აუნ სან სუ ჩის 4 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

სუ ჩის წინააღმდეგ, კიდევ რამდენიმე საქმეა აღძრული, მათ შორის, მას ბრალი კორუფციასა და სახელმწიფო საიდუმლოს შესახებ კანონის დარღვევაში ედება.

მისი მომხრეების მტკიცებით, აღნიშნული საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია.

 გავრცელებული ინფორმაციით, 4 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მიანმარის გადაყენებულ პრეზიდენტს, ვინ მაინტსაც.

თებერვალში, მიანმარის სამხედრო გადატრიალების შედეგად დაკავებული სამოქალაქო ლიდერების წინააღმდეგ, სასამართლოს მიერ გამოტანილი პირველი განაჩენებია.

დღის ამბები