30 სექტემბერი 2022,   04:33
ვრცლად
ოზურგეთის სასამართლომ ენმ-ს წევრის დავით მჟავანაძის საქმეზე განაჩენი გამოიტანა 

დღეს, ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ საკრებულოს სხდომაზე დაკავებული დეპუტატის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დავით მჟავანაძის საქმეზე იმსჯელა.

მჟავანაძეს ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-წ მუხლების საფუძველზე ედავებოდნენ, რაც ხულიგნობას და პოლიციისთვის შეურაცხყოფის მიყენებას, ასევე, სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ადვოკატის განმარტებით, პროცესზე 166-ე მუხლის დარღვევა არ დადასტურდა, ხოლო 173-ეს შემთხვევაში მოსამართლემ გაითვალისწინა დარღვევის კონტექსტი და მოქმედების ადგილი. შესაბამისად, ბრალდება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და დავით მჟავანაძეს მოსამართლემ სიტყვიერი შენიშვნა მისცა.

დეპუტატის განმარტებით, ის არ ეთანხმება ბრალს და სამართლებრივ დავას იმ სამართალდამცველების წინააღმდეგ გააგრძელებს, ვინც დეპუტატს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.

დღის ამბები