21 მაისი 2022,   16:16
ვრცლად
"საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის" ორგანიზებულ დისკუსიაზე საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობის საკითხები განიხილა ხავიერ კოლომინამ "საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის" ორგანიზებულ დისკუსიაზე.

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ ნატო ღია კარის პოლიტიკის ერთგულია, თუმცა გასათვალისწინებელია, დღეს არსებული ვითარება და გეოსტრატეგიული გარემოებები.

კოლომინას თქმით, ალიანსი ყურადღებით დააკვირდება იმას, თუ რამდენად ეფექტურად განახორციელებს საქართველო რეფორმებს. სპეციალურმა წარმომადგენელმა მოუგვარებელი კონფლიქტების შესახებაც ისაუბრა:

"ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ეს არის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, რომლითაც მივმართეთ არამხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას, არამედ ჩვენს მეტოქეებსაც. ჩვენ ვისურვებდით, ვიხილოთ პროგრესი მოუგვარებელ კონფლიქტებთან დაკავშირებით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების კონტექსტში. მე გასულ კვირას გახლდით ეუთოს მინისტერიალზე და კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან. ჩვენ ვისაუბრეთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში პროგრესის საჭიროებაზე. გვჯერა, რომ ჩვენ უნდა ვეძებოთ ზოგადად მოგვარების გზები და არა მოკლე გზები, რაც ჩვენი პოლიტიკა არ არის. მივიჩნევთ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას უნდა სცენ პატივი და ეს არის ნატოს ერთ-ერთი მთავარი გზავნილი," - განაცხადა ხავიერ კოლომინამ.

დღის ამბები