23 იანვარი 2022,   06:05
ვრცლად
ზურაბ ზვიადაურის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების შერჩევა დაიწყო

მკვლელობაში ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაურის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების შერჩევა დაიწყო.

არსებითი განხილვის პირველი სხდომა თელავის რაიონულ სასამართლოში დღეს გაიმართა, სადაც მხარეებმა ნაფიცი მსაჯულებისთვის განკუთვნილი კითხვარი შეადგინეს და სხვა ტექნიკურ საკითხებზე იმსჯელეს. ნიკა კენჭოშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ზურაბ ზვიადაურის საქმის განსახილველად 14 ნაფიცი მსაჯულის შერჩევაზე პროცესები 2022 წლის 21 იანვრიდან დაიწყება. 

დღესვე გადაწყდა რომ კონფლიქტში მონაწილე და კიდევ ერთი ბრალდებულის, ჯაბა ჯანგირაშვილის საქმე, რომელსაც იარაღის დაუდევრად შენახვას ედავებიან, მოსამართლემ ცალკე გამოყო, ვინაიდან ის ნაფიცი მსაჯულების განხილვას არ ექვემდებარება. 

სასამართლო სხდომაზე მკვლელობაში ბრალდებულ ოლიმპიურ ჩემპიონის სიტყვის თქმის უფლებით არ უსარგებლია, თუმცა სხდომის დასრულების შემდეგ მომხდარის დეტალები გაიხსენა ჯაბა ჯანგირაშვილმა, რომელიც სისხლიანი გარჩევის მონაწილეა და რომელმაც ზვიადაურების დასახმარებლად დაურეკა.

ჯანგირაშვილის მტკიცებით, კონფლიქტის მასა და მეორე მხარეს შორის დაიწყო და ზვიადაურებს მომხდართან არანაირად შეხება არ ჰქონიათ. დაპირისპირების დროს კი ადგილზე ჯერ ზვიად ზვიადაური მივიდა, რომელსაც თავად დაურეკა, შემდეგ კი ზურაბ ზვიადაური, რომელმაც მომხდარის დეტალები არ იცოდა და იმ კონკრეტულ მომენტში, სროლის დროს აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.

შეგახსენებთ, მკვლელობა სოფელ წინანდლის ტყის მიმდებარედ 16 აგვისტოს მოხდა. ორმხრივი სროლის შედეგად, 3 ადამიანი მოკლეს, 2 კი დაიჭრა. მოკლულებს შორის ერთი, ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაურია. წინა სასამართლო სხდომაზე მკვლელობაში ბრალდებული ზვიადაური მოსამართლე მამუკა წიკლაურმა 50 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.მას საგამოძიებო უწყება განზრახ მკვლელობას ედავება.

დღის ამბები