23 იანვარი 2022,   05:55
ვრცლად
არაბი ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში ბრალდებული საფრანგეთში დააკავეს. პოლიციამ საუდის არაბეთის მოქალაქე შარლ-დე-გოლის აეროპორტში აიყვანა. ის 26 საუდელიდან ერთ-ერთია, რომელთაც თურქეთის რესპუბლიკა მკვლელობის გამო ეძებს.

ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი 2018 წლის ოქტომბერში სტამბოლში, საუდის არაბეთის საელჩოში მოკლეს. ჟურნალისტი საუდის არაბეთის მთავრობას მწვავედ აკრიტიკებდა. გასული წლის სექტემბერში, საუდის არაბეთში სასამართლომ ხაშოგის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ხუთ პირს 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

დღის ამბები