21 იანვარი 2022,   15:59
ვრცლად
"ბრიუსელი ფრთხილად უნდა იყოს, რომ არ დადგეს იდეოლოგიური კოლონიზაციის გზაზე" - რატომ აკრიტიკებს რომის პაპი ევროკომისიას

რომის პაპის ფრანცისკეს თქმით, ბრიუსელი ფრთხილად უნდა იყოს, რომ არ დადგეს იდეოლოგიური კოლონიზაციის გზაზე, რამაც შეიძლება ქვეყნების დაყოფა და ევროკავშირის მარცხი გამოიწვიოს.

პაპმა ევროკომისია გააკრიტიკა, რომლის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი ინკლუზიური ენის დანერგვას გულისხმობს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ისეთი ტერმინები, როგორიცაა "შობა" და "ქრისტიანი" ევროკომისიის წევრებმა არ უნდა გამოიყენონ.

30-გვერდიანი დოკუმენტით ევროკომისიის მიზანია, რომ არცერთმა ევროპელმა თავი გარიყულად არ იგრძნოს.

პაპი ევროკავშირს მოუწოდებს, პატივი სცეს თითოეული ქვეყნის შიდა სტრუქტურას და არ შეეცადოს მათ ერთგვაროვნად გარდაქმნას.

"ისტორიის განმავლობაში ბევრი დიქტატორი შეეცადა მსგავსი რამის გაკეთებას, თუმცა ამან არ გაამართლა," - განაცხადა პაპმა.

დღის ამბები