20 იანვარი 2022,   08:44
ვრცლად
"სააკაშვილი არის მატყუარა, ფლიდი ადამიანი, რომელიც მის გუნდთან ერთად ცდილობს იყოს დღის წესრიგში,"-ირაკლი ზარქუა

მიხეილ სააკაშვილმა მკურნალობა ისევ გააგრძელა. პროტესტი ამჯერად რამდენიმე საათს გაგრძელდა. მმართველ გუნდში მიხეილ სააკაშვილის დროებით პროტესტზე შეფასებებს აკეთებენ. 

მიხეილ სააკაშვილის, პროტესტზე კომენტარი გააკეთა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი ამილახვარმა. მისი თქმით ექსპრეზიდენტის განუწყვეტლივ პროტესტის საბავშვო ბაღის თამაშებს დაემსგავსა.

"არც ერთხელ არ გაუვიდა და არც გაუვა მას, რომ საქართველოს ელაპარაკოს ულტიმატუმის ენით. მით უმეტეს პენიტენციურ სამსახურს. პენიტენციური უწყება, იუსტიციის სამინისტრო სრულად კანონის საფუძველზე და საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედებს. დღეს არის ოთხშაბათი და ოთხშაბათობით ჩვენი მომღიმარი პატიმარი აპროტესტებს ხოლმე საკითხებს. მაგალითად ამ ოთხშაბათს მოუწია, რომ ის წყვეტს შიმშილობას. მე წინასწარ დაგიანონსებთ, რომ ზეგ მოითხოვს სპორტული ტანსაცმლის გამოცვლას, წინაღმდეგ შემთხვევაში წყალს არ მიიღებს. შემდგომ შაბათ-კვირას ამინდის მიხედვით მოუნდება ახალ საკვებზე გადასვლა და ამასაც რომელიმე თავის წარმომადგენელს გააპროტესტებინებს. ეს უკვე ემსგავსება საბავშვო ბაღის თამაშებს,"- გიორგი ამილახვარი.  

ეს არის მატყუარა, ფლიდი ადამიანი, რომელიც ცდილობს იყოს საზოგადოების დღის წესრიგში. ასე აფასებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ზარქუა სააკაშვილის დროებით პროტესტს. 

"ეს არის მატყუარა, ფლიდი ადამიანი, რომელიც მის გუნდთან ერთად ცდილობს იყოს დღის წესრიგში,"-ირაკლი ზარქუა   

 შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს, გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გამოსულმა პირადმა ექიმმა მედიასთან განაცხადა, რომ ექს პრეზიდენტი აღარ გააგრძელებდა სამედიცინო სერვისების მიღების, რადგან მის მიმართ მნახველების მიღების აკრძალვა და ტელევიზორის ჩამორთმევა იგეგმებოდა. დღეს დილით კი ადვოკატებმა მიხეილ სააკაშვილისგან სხვა ინფორმაცია გამოიტანეს - ექსპრეზიდენტი მკურნალობას ისევ აგრძელებს.

დღის ამბები