17 იანვარი 2022,   11:03
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია იმართება

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია იმართება. ექსპრეზიდენტის გათავისუფლების მიზნით შექმნილი პლატფორმის და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ, შეცვალოს ქვეყანაში არსებული ვითარება და გამოიყენოს მის ხელთ არსებული ბერკეტი.

აქციის მონაწილეებს პრეზიდენტთან შეხვედრა სურთ და მათ 15:00 საათამდე ვადა მისცეს. 

"აქ მოსვლის მთავარი მიზანი არის ის, რომ კიდევ ერთხელ შევახსენოთ სალომე ზურაბიშვილს, რომ თუ ის არის ქვეყნის პრეზიდენტი და თუ ის თვლის, რომ არის საქართველოს პრეზიდენტი, პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი მოვალეობა არის ქვეყნის შიგნით როდესაც პოლიტიკური კრიზისია, ამ კრიზისის დაძლევა და დარეგულირება. ეს პოლიტიკური კრიზისი არ დაიძლევა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი იმყოფება ციხეში,“ - ამბობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზაალ უდუმაშვილი. 

დღის ამბები