21 იანვარი 2022,   20:47
ვრცლად
გიორგი დოხტურიშვილის ხელმძღვანელობით ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში პირველი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის ხელმძღვანელობით, სამხარეო ადმინისტრაციაში პირველი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

საბჭოს წევრებმა სამუშაო ფორმატში დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების შესახებ იმსჯელეს. საუბარი შეეხო რეგიონის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც მხარეში ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის ერთობლივი დაფინანსებით მიმდინარეობს.

სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, რეგიონში ყველა პროექტი, რომელიც შემდეგი წლების განმავლობაში განხორციელდება ურბანულად გამართული და მოსახლეობის ინტერესებზე ორიენტირებული იქნება. ასევე ყურადღება გამახვილდება სამუშაოების შესრულების ხარისხსა და ვადებზე.

დღის ამბები