21 იანვარი 2022,   21:38
ვრცლად
გორში 12 წლის გოგოს ეძებენ - რა ჩანს სათვალთვალო კამერებიდან ამოღებულ კადრებში

გორში 12 წლის ბავშვს ეძებენ. როგორც "კურიერისთვის" გახდა ცნობილი გოგონა დილით სკოლაში ძმამ მიიყვანა, თუმცა ის შენობაში არ შესულა.

სათვალთვალო კამერებში ჩანს, რომ მოზარდი მაღაზიის მიმართულებით გადაადგილდება რის შემდეგაც მისი კვალი იკარგება.

12 წლის გოგონას სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიცია. "კურიერი" დამატებით დეტალებს შსს-ში არკვევს. 

დღის ამბები