21 იანვარი 2022,   21:58
ვრცლად
სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთში დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

სამების საკათედრო ტაძარში, აფხაზეთში დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად, უგზო-უკვლოდ დაკარგული 8 პირის იდენტიფიცირება მოხერხდა. მათგან ხუთი სამხედრო და სამი რიგითი მოქალაქეა.

ცხედრების გადმოსვენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით ხდება. პანაშვიდი ორ დღეს გაგრძელდება.

დღის ამბები