21 იანვარი 2022,   22:12
ვრცლად
საფრანგეთში, ჟურნალისტ ხაშოგის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გაათავისუფლეს - ის ეჭვმიტანილის "სეხნია" აღმოჩნდა

საფრანგეთის ხელისუფლებამ გაათავისუფლა საუდის არაბეთის მოქალაქე ხალიდ ალ ოტაიბი, რომელიც შარლ დე გოლის აეროპორტში 7 დეკემბერს დააკავეს, როგორც ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი. როგორც ფრანგული მედია წერს ის უბრალოდ ეჭვმიტანილი პირის მოსახელე-მოგვარე აღმოჩნდა.

პარიზში  საუდის არაბეთის საელჩომ სამშაბათს საღამოს განაცხადა, რომ დაკავებულს "საქმესთან კავშირი არ ჰქონია" და ფრანგ სამართალდამცავებს მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

საუდის არაბეთის სამეფო გვარდიის ყოფილი თანამშრომელი ხალიდ ალ ოტაიბი 26 საუდელიდან ერთ-ერთია, რომელთაც თურქეთის რესპუბლიკა ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში მონაწილეობის გამო ეძებს.

დღის ამბები