21 იანვარი 2022,   22:01
ვრცლად
"რუსთავი2-ის" ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ, გორში დაკარგული 12 წლის მოზარდი იპოვეს

"რუსთავი2-ის" ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ, გორში დაკარგული 12 წლის მოზარდი იპოვეს. გოგონა თავს კარგად გრძნობს.

შეგახსენებთ, არასრულწლოვანი დღეს დილით გაუჩინარდა. გოგონა ძმამ სკოლაში მიიყვანა, თუმცა ის შენობაში არ შესულა, სათვალთვალო კამერებში კი ჩანდა, რომ მოზარდი მაღაზიის მიმართულებით გადაადგილდებოდა რის შემდეგაც მისი კვალი აღარ ფიქსირდებოდა.

"რუსთავი 2" დეტალებს ადგილზე არკვევს. 12 წლის გოგოს სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო პოლიცია. 

 

დღის ამბები