19 იანვარი 2022,   12:28
ვრცლად
"არ ვაპირებთ არდადეგებზე გასვლას საახალწლოდ, პროტესტი არ გაჩერდება" - ზაალ უდუმაშვილი ოპოზიციის გეგმებზე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაალ უდუმაშვილმა, "ღამის კურიერის" ეთერში "ნაციონალური მოძრაობის" სამომავლო გეგმებზე საუბრისას განაცხადა, რომ ოპოზიცია გაჩერებას არ აპირებს და პროტესტი ახალი წლის დღეებშიც გაგრძელდება. 

ამასთან, ზაალი ადასტურებს, რომ ხვალ მიხეილ სააკაშვილი არ დაესწრება სასამართლო პროცესს, შესაბამისად არ გაიმართება დაანონსებული აქცია, რომელიც პროცესის პარალელურად მე-3 პრეზიდენტი მხარდასაჭერად უნდა ყოფილიყო. 

"ჩვენ ახლა ბრძოლის სულ სხვა ეტაპზე ვართ გადასულები. ჩვენი, როგორც პარტიის მთავარი ამოცანაა - ვადამდელი არჩევნები, რომელის მისაღწევადაც ერთად ვიბრძვით, ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და სწორედ ეს იქნება ჩვენი ბრძოლის მთავარი ამოცანა. გამოვიყენებთ ყველა პოლიტიკურ პლატფორმას, რომელიც ჩვენს ხელში არის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ. ამ ყველაფერში კი, მთავარი შემადგენელი ნაწილი იქნება პროტესტი, რადგანაც სამწუხაროდ, მეტი ენა "ქართულ ოცნებას" არ ესმის. ეს პროტესტი არ გაჩერდება არც დეკემბერში და არც იანვარში. არ ვაპირებთ არდადეგებზე გავიდეთ საახალწლო პერიოდში, ამის დრო ნამდვილად არ გვაქვს, არავის არ ეზეიმება ჩვენს ქვეყანაში,"- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა

დღის ამბები