19 იანვარი 2022,   12:22
ვრცლად
რატო არ დაესწრება მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ პროცესს - მკურნალი ექიმის შეფასება მე-3 პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

ექსპრეზიდნეტის მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესს სავარაუდოდ არ დაესწრება. ამის შესახებ გუშინ მისივე წერილიდან გახდა ცნობილი, სადაც ჟურნალისტებს მიმართა.

გუშინ დღის ბოლოს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მე-3 პრეზიდენტი მისმა მკურნალმა ექიმმა მოინახულა. ნინო გოგორიშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა როგორც აღნიშნა თავად პრეზიდენტი გრძნობს თავს სუსტად.

"წნევის პრობლემა იყო გუშინ, იმიტომ, რომ ცოტა აღელვებული იყო, დღეს ეს პრობლემა აღარ იყო. ნეირორეაბილიტაცია, რასაც ალტერნატიული კომისია აცხადებს ჰოსპიტალში არ კეთდება. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ბატონი მიხეილის ფიზიკურ ჯანმრთელობაზე და სასამართლოზე წარდგენა, რომ შეძლოს. ასევე, მძიმე მომენტიდან, შიმშილიდან გამოყვანაზე. მისი ობიექტური მონაცემები დიდად არ განსხვავდება წინა სასამართლო პროცესის მდგომარეობისგან. თვითონ თვლის თავს უფრო სუსტად, ამიტომ პროცესზე დასწრების საკითხი მისი გადასაწყვეტი იქნება," - განაცხადა მკურნალმა ექიმმა ნინო გოგორიშვილმა.

შეგახსენებთ, საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დღეს საქალაქო სასამართლოში სააკაშვილის მორიგ პროცესი გაიმართება. თვად ბრალდებული, რომ პროცესს არ დაესწრება ეს "ღამის კურიერში" სტუმრად მყოფმა ენმ-ს წევრმა ზაალ უდუმაშვილმაც დაადასტურა, შესაბამისად არ შედგება სააკაშვილის მხარდამჭერი აქციაც. 

დღის ამბები