19 იანვარი 2022,   11:30
ვრცლად
ფულის ე.წ. გათეთრების საქმე - გამოძიების კითხვებს დღეს ბადრი ჯაფარიძე და ვატო წერეთელი უპასუხებენ

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე მორიგი სასამართლო განხილვა გაიმართება. პროცესი დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება.

გამოძიების კითხვებს მამუკა ხაზარაძის შემდეგ ბადრი ჯაფარიძე და ვატო წერეთელი უპასუხებენ. ადვოკატების განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები არ ადასტურებს მათი დაცვის ქვეშ მყოფების ბრალეულობას.

"სასამართლო სხდომაზე იგეგმება ბატონი ავთანდილ წერეთლის და ბატონი ბადრი ჯაფარიძის დაკითხვა. ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების პოზიცია არის ძალიან მარტივი, ეს იყო ჩვეულებრივი ოპერაცია, როდესაც ერთმა ბიზნესსუბიექტმა მეორეს ასესხა პირადი თანხა და მან კანონით გათვალისწინებული გარკვეული ოპერაციები ჩაატარა. ამ ოპერაციების გადაკონტროლება არანაირ შეხებაში არ არის გამოძიებასთან და პროკურატურასთან," - ამბობს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი კახა წერეთელი.

"ლელოს" დამფუძნებლებს ფულის ე.წ. გათეთრებაში ადანაშაულებენ. ამავე საქმეში ბრალი წარდგენილი აქვს ავთანდილ წერეთელსაც.

დღის ამბები