19 იანვარი 2022,   11:50
ვრცლად
გუდაურის მიმართულებით გზებზე შეზღუდვები დაწესდა - რა სახის ტრანსპორტს აეკრძალა გადაადგილება მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო მონაკვეთზე

 გუდაურის მიმართულებით გზებზე შეზღუდვები დაწესდა. საავტომობილო გზების დეპარტამენის ცნობით, თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

აღნიშნულ გზებზე დაწესებული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.

დღის ამბები