19 იანვარი 2022,   12:33
ვრცლად
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში უკრაინის დასაცავად ამერიკული ჯარის გაგზავნა ამ ეტაპზე არ განიხილება - ჯო ბაიდენი 

რუსეთის უკრაინაში შეჭრას მძიმე ეკონომიკური შედეგები მოჰყვება. ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინთან ონლაინ შეხვედრის დეტალებზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში უკრაინის დასაცავად ამერიკული ჯარის გაგზავნა ამ ეტაპზე არ განიხილება. თუმცა ამერიკა მოკავშირეს თავდაცვითი შესაძლებლობებით უზრუნველყოფს.

ბაიდენი იმედოვნებს, რომ NATO-ს საკითხთან დაკავშირებით გაიმართება შეხვედრა შეერთებული შტატების, რუსეთისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მოკავშირე ქვეყნების მონაწილეობით.

დღის ამბები