28 იანვარი 2022,   16:22
ვრცლად
ხელვაჩაურში მამაკაცმა ცოლ-შვილი ნაჯახით მოკლა, რის შემდეგაც თავი მოიკლა

ხელვაჩაურის რაიონის ერთ-ერთ სოფელში შუახნის მამაკაცმა საკუთარი ცოლ-შვილი ნაჯახით მოკლა. "კურიერის" ინფორმაციით, მოკლულია 21 წლის ახალგაზრდა და ბრალდებულის ცოლი, 43 წლის ქალი.

ადგილობრივების გადმოცემით, მამაკაცს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. მამაკაცმა ცოლ-შვილის მკვლელობის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

"კურიერის" გადამღები ჯგუფი შემთხვევის დეტალებს ადგილზე არკვევს.

ორი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს. 

დღის ამბები