17 იანვარი 2022,   20:16
ვრცლად
როდის უნდა გაიკეთონ "ბუსტერ" დოზა Pfizer-ის, Sinopharm-ის, Sinovac-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინებით აცრილმა პირებმა - ამირან გამყრელიძის განმარტება   

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში ისევ საგანგაშოა. ბოლო 24 საათში COVID-19-ს 63 ადამიანი ემსხვერპლა, 3562 კი დაინფიცირდა. ყველაზე მეტი შემთხვევა ისევ თბილისშია, შემდეგია იმერეთი და შიდა ქართლი, აიცრა 10 660 ადამიანი.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საერთაშორისო სტანდარტით, ე.წ. ბუსტერ დოზა სასურველია ვაქცინაციიდან 6 თვის შემდგომ გაკეთდეს.

"ზოგიერთ ქვეყანას აღებული ჰქონდა 9-12 თვე იგივე ბუსტერისთვის, ან გადატანის შემდგომი აცრისთვის და ყველამ თითქმის, ეს დაწია 6 თვემდე და დღეს თითქმის საერთაშორისო სტანდარტად დამკვიდრდა, რომ სასურველია "ბუსტერი" გაკეთდეს მინიმუმ 6 თვეზე.

ტრადიციული მეთოდით დამზადებულ ზოგიერთ ვაქცინებზე, სასურველია ეს იყოს 3-6 თვის ფარგლებში, იმიტომ, რომ მე-3 დოზა უფრო მეტ დაცვას იძლევა," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები