21 იანვარი 2022,   14:54
ვრცლად
ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო განვლილ წელს აჯამებს - რა გაკეთდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში და როგორია გეგმები

ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ განვლილი წელი შეაჯამა. ღონისძება სააგენტოს დირექტორმა თამარ მელიქიძემ გახსნა.

მისი განცხადებით, სააგენტომ გასული წლის განმავლობაში მილიონ 200 ათასი ბენეფიციარი დააფინანსა. 

"ჩვენი სააგენტო ახორციელებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისა და ე.წ. ვერტიკალური, მიზნობრივი პროგრამების საკმაოდ დიდ მოცულობას, 16 მიზნობრივი პროგრამის ადმინისტრირებას. ამ ერთი წლის განმავლობაში 1 მილიარდ 400 მილიონზე მეტი ლარის სამუშაო შესრულდა და დავაფინანსეთ მილიონ 200 ათასზე მეტი ბენეფიციარი,"-აცხადებს თამარ მიქელაძე. 

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, პროგრამები განხორციელდა სხვადასხვა მიმართულებით - კარდიოქირურგიული ოპერაციების, ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების დაფინანსების კუთხით. 

"პროგრამები, რომელიც განხორციელდა გასული 1 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანია. უპირველეს ყოვლისა, ისინი მიმართულია საყოველთაო ხელმისაწვდომობისკენ, რომ ყველას შეეძლოს მიიღოს მაღალი ხარისხის მომსახურება. სხვადასხვა მიმართულებით განხორციელდა ეს პროგრამა - კარდიოქირურგიული ოპერაციების დაფინანსება, ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების დაფინანსება,"- აცხადებს ლევან გოფოძე.

დღის ამბები