28 იანვარი 2022,   15:21
ვრცლად
კახა კალაძე გამგებლებს მოქალაქეების მიღების დღეების დაწესება დაავალა 

საკრებულოში მოპოვებული მხარდაჭერის შემდეგ თბილისის მთავრობა დღეს პირველად შეიკრიბა. კალა კალაძემ გამგებლებს კონკრეტული დავალებები მისცა.

მერის დავალებით, გამგეობები კვირაში ორ დღეს მოქალაქეების მიღების დღედ გამოაცხადებენ. კალაძემ აღნიშნა, რომ მოქალაქეებს ხუთშაბათობი და პარასკეობით დედაქალაქის მერიაშიც მიიღებენ და მათ პრობლემებს შეძლებისდაგვარად მოაგვარებენ. 

"გამგებლებს გავალებთ, რომ გამოყოთ კვირაში ორი დღე ხუთშაბათი პარასკევი, რომელიც იქნება მოქალაქეების მიღების დღეები და მოუსმინოთ ადამიანებს. მე კარგად მესმის ისიც, რომ რა თქმა უნდა, ყველა პრობლემას, ყველაფერს ვერ მოვაწესრიგებთ, მაგრამ ადამიანს უნდა ჰქონდეს პასუხი, რაღაცას რომ  ვერ ვუკეთებთ და რაღაც შეიძლება კანონს ეწინააღმდეგებოდეს, რაღაც არ გამოდის, მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი პასუხი.

მოქალაქეების მიღება იქნება დედაქალაქის მერიაშიც. ხუთშაბათობით და პარასკეობით გაიმართება ადამიანების მოსმენა," - ამბობს კახა კალაძე.

 

 

დღის ამბები