28 იანვარი 2022,   16:32
ვრცლად
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 10 დეკემბერს აინთება - რა ღონისძიებები გაიმართება საახალწლოდ

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე, პარლამენტის შენობის წინ 10 დეკემბერს, 20:00 საათზე აინთება, "საახალწლო სოფელი" კი 24 დეკემბერს გაიხსნება. 

დედაქალაქის მერმა საახალწლოდ დაგეგმილ აქტივობებზე საუბრისას აღნიშნა, რომ თითოეულ ასეთ ღონისძიებაზე კოვიდრეგულაციები მაქსიმალურად იქნება დაცული. 

"საღამოს 8 საათზე, მოვაწყოთ ნაძვის ხის ანთების ღონისძიება და მთელი ქალაქი გავანათოთ საახალწლო ილუმინაციებით. მინდა, მოვიწვიო ჩვენი ქალაქის მოსახლეობა, რათა ერთად ჩავიფიქროთ სურვილები. 

24 დეკემბერს გვინდა, საზეიმოდ გავხსნათ "საახალწლო სოფელი". "საახალწლო სოფელში" განთავსდება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციები, ინსტალაციები და რაც მთავარია, თოვლის ბაბუას სახლი. აქ ყოველდღიურად გაიმართება საბავშვო აქტივობები და კონცერტები.

31 დეკემბერს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე განთავსებულ, გრანდიოზულ, დეკორირებულ სცენაზე გალაკონცერტი გაიმართება, რომელშიც ჩართული იქნება 300-მდე მონაწილე," - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები