28 იანვარი 2022,   16:06
ვრცლად
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროსაბჭოს წარმომადგენელებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროსაბჭოს წარმომადგენელებს შეხვდა. მოლაპარაკების დასრულების შემდეგ განცხადებები არ გაკეთებულა, თუმცა სავარაუდოდ მხარეებმა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება მიმოიხილეს.

ევროპელი პარტნიორები, ასევე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარესაც შეხვდნენ. რაც შეეხება ოპოზიციას, ევროსაბჭოს დელეგაცია მათ ხვალ შეხვდება.

"ჩვენი ევროპელი კოლეგები სტუმრობენ ხოლმე საქართველოს, რათა გავცვალოთ პოზიციები იმ რეფორმებთან დაკავშირებით, იქნება ეს მიმდინარე რეფორმა, თუ დაგეგმილი. როგორ მიმდინარეობს, რა ხედვები გვაქვს და რა პოზიციები აქვს ჩვენ ევროპელ კოლეგებს. ჩვენ ასევე განვიხილავთ ისეთ საკითხებს, როგორიც არის საარჩევნო კანონმდებლობის, საარჩევნო რეფორმა და სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხები,"-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები