21 იანვარი 2022,   16:07
ვრცლად
ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩიეს

ჩხოროწყუს საკრებულოში თავმჯდომარე ამ დრომდე ვერ აირჩიეს. კენჭისყრის შედეგად საკრებულოში, რომელიც ოპოზიციურია, მეტი ხმა "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილმა კანდიდატმა მიიღო. 

მმართველი გუნდი წარმომადგენლობით ორგანოში 12 დეპუტატით არის წარმოდგენილი, თუმცა კენჭის ყრის დროს "ქართული ოცნების" კანდიდატმა 13 ხმა მიიღო, თავმჯდომარის არჩევას 14 ხმა სჭირდება. კენჭისყრა ფარული იყო შესაბამისად უცნობია ოპოზიციონერმა რომელმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი "ოცნების" კანდიდატს. 

დეპუტატებმა კენჭი "ქართული ოცნების" წევრს ჯუმბერ იზორიას და პარტია "საქართველოსთვის" წევრს შოთა წურწუმიას უყარეს. ხმები კი ასე გადანაწილდა: 13 ხმა ჯუმბერ იზორიამ, 12 კი შოთა წურწუმიამ მიიღო, ერთი ბიულეტინი ბათილი აღმოჩნდა.

ოპოზიციური პარტიები კი ერთმანეთს ხმების გაყიდვაში ადანაშაულებენ. მათმა ნაწილმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. 

ამ წუთებში სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული და საბოლოოდ აირჩევენ თუ არა საკრებულოს თავმჯდომარეს ეს ცოტა ხანში გაირკვევა.

დღის ამბები