21 იანვარი 2022,   15:48
ვრცლად
პრემიერი აფხაზეთში შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპული პირების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

სამების საკათედრო ტაძარში, 1990-იან წლებში, აფხაზეთში შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული რვა იდენტიფიცირებული პირის სამოქალაქო პანაშვიდი იმართება.

გარდაცვლილების ოჯახის წევრებს პირადად მიუსამძიმრა პრემიერ-მინისტრმა. გადმოსვენებულების ოჯახის წევრებმა მთავრობის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადეს. 

"29 წელი ველოდებოდით. სასიხარულოც არის და სამწუხაროც ერთდროულად, იმიტომ, რომ გაგვიახლდა ძველი ტკივილი და ისევ თავიდან დაიწყო ყველაფრის ათვლა,"-აცხადებს ერთ-ერთი გადმოსვენებულის ოჯახის წევრი. 

სამების საკათედრო ტაძარში მივიდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრიც,

"უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების და მათი ოჯახების დახმარების პროცესი სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით. ჩვენი საბოლოო ამოცანა კი არის და რჩება ორად გაყოფილი საზოგადოების შერიგება, კონფლიქტით დაზარალებულებზე ზრუნვა და, საბოლოოდ, ჩვენი ქვეყნის გამთლიანება,"-განაცხადა თეა ახვლედიანმა. 

დღის ამბები