25 სექტემბერი 2022,   07:59
ვრცლად
"უახლოეს დღეებში იგეგმება სახალხო დამცველის სამედიცინო კონსილიუმის ვიზიტი გორის საავადმყოფოში" - ნინო ლომჯარია  

სახალხო დამცველის სამედიცინო კონსილიუმი გორის სამხედრო ჰოსპიტალში ვიზიტს და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მონახულებას უახლოეს დღეებში გეგმავს. როგორც ნინო ლომჯარია ამბობს, შესაძლოა კონსილიუმს სხვა დარგის სპეციალისტებიც დაემატოს.

"უახლოეს დღეებში იგეგმება სახალხო დამცველის სამედიცინო კონსილიუმის ვიზიტი მონიტორინგის მიზნით გორის საავადმყოფოში. ასევე, ჩვენ დავამატებთ სხვა დარგის სპეციალისტებსაც, შესაბამისი მიმართულებებით, რადგან უკვე ახალი მიმართულებებით გამოიკვეთა პრობლემები, მათ შორის, სავარაუდო ფსიქიკური ჯანდაცვის მიმართულებით. ამიტომ, ამ საკითხებს ჯერ შევისწავლით, ვნახავთ სამედიცინო ჩანაწერებს, იგივე დოზირების საკითხებს, რამდენად მართებულად წარიმართა მისი მკურნალობა და გვექნება ჩვენი შესაბამისი დასკვნა,“ - ამბობს ნინო ლომჯარია.   ​

დღის ამბები