06 ოქტომბერი 2022,   11:01
ვრცლად
ევროკავშირმა რუსულ სამხედრო კომპანია "ვაგნერს" სანქციები დაუწესა  

ევროკავშირის მორიგი სანქციები რუსეთს - ევროპულმა გაერთიანებამ ამჯერად სანქციები რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერს" და მასთან დაკავშირებულ სხვა სუბიექტებს დაუწესა.

ჩრდილოვანი დაჯგუფება საერთაშორისო ყურადღების ქვეშ პირველად 2014 წელს, აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსული სეპარატისტების მხარდაჭერის გამო მოექცა. მას შემდეგ კომპანია სამხედრო საქმიანობას ახორციელებდა კონფლიქტურ ზონებში, მათ შორის სირიაში, სუდანში, მოზამბიკსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.

დასავლეთი მიიჩნევს, რომ ჯგუფს მჭიდრო კავშირი აქვს რუსეთის უსაფრთხოების სამსახურთან, თუმცა მოსკოვი ბრალდებას უარყოფს.

დღის ამბები