06 ოქტომბერი 2022,   12:22
ვრცლად
უკრაინაში დაბრუნების შემთხვევაში სააკაშვილს პასუხისმგებლობა ემუქრება - "უკრაინსკაია პრავდა"

უკრაინელი სამართალდამცავები ადგენენ, ვინ დაეხმარა საქართველოს ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, იმ შემთხვევაში თუ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნდება, პოლიტიკოსს სამართლებრივ პასუხისმგებლობას დააკისრებენ.

"ეროვნული პოლიციის მთავარი საგამოძიებო დეპარტამენტი უკრაინის სახელმწიფო საზღვარზე სააკაშვილის შესაძლო უკანონო გადაყვანის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეს აწარმოებს.

საქმის წარმოების ფარგლებში იკვეთებიან პირები რომლებიც პოლიტიკოსს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ეხმარებოდნენ.

რაც შეეხება თავად სააკაშვილს, უკრაინაში დაბრუნების შემთხვევაში მას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება,"- აცხადებს უკრაინის ეროვნული პოლიციის თანამშრომელი "უკრაინსკაია პრავდასთან" რომის ვინაობასაც გამოცემა არ ასაჯაროებს.   

დღის ამბები