30 სექტემბერი 2022,   03:11
ვრცლად
რამდენად სწრაფად ჩაანაცვლებს "ომიკრონი" აგრესიულ "დელტა" შტამს - სპეციალისტების პროგნოზი საგანგაშოა 

კოვიდპანდემიის ფონზე ინფექციური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში საწოლფონდი სრულად შევსებულია. მძიმე პაციენტების 90% არ არის ვაქცინირებული, რაც ექიმების შეფასებით, მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს.

აცრების დღიური მაჩვენებელი, წინა კვირასთან შედარებით გაზრდილია, თუმცა განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა უმეტეს შემთხვევაში მეორე და "ბუსტერდოზებზეა. მოლოდინი, რომ წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის 60% სრულად აიცრებოდა, სულ უფრო ნაკლები რჩება. 10 დეკემბრის მონაცემებით - ორჯერადად ვაქცინირებულების რაოდენობა 36.3%-ია,

სანამ მოქალაქეების დიდი ნაწილი ვაქცინაციაზე უარს ამბობს, საქართველო covid -19-ის ახალი შტამის მოლოდინშია. პირველადი ინფორმაციით, "ომიკრონი" სხვა შტამებთან შედარებით, სწრაფი გავრცელების უნარითაც გამოირჩევა, რამაც შესაძლოა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმოს.

ჩაანაცვლებს, თუ არა ახალი ვარიანტი აგრესიულ "დელტა" შტამს ეს არის საკითხი, რომელზეც ზუსტი პასუხის გაცემა მედიკოსებს ჯერ არ შეუძლიათ. თუმცა, "ომიკრონის" ბუნებიდან გამომდინარე საქართევლოში ვარაუდობენ, რომ ერთი თვის განმავლობაში ვირუსის ახალი ვარიანტი დომინანტური გახდება.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში covid 19-ს 12 631 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ოფიციალური მონაცემებით მათგან 98.96% არავაქცინირებული იყო. 

დღის ამბები