06 ოქტომბერი 2022,   10:40
ვრცლად
იგეგმება თუ არა საკადრო ცვლილებები მთავრობაში - ირაკლი კობახიძის განმარტება ჯანდაცვის მინისტრის გადადგომაზე

მოჰყვება, თუ არა საკადრო ცვლილებები მთავრობაში ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომა - "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, ირკალი კობახიძე ჯანდაცვის მინისტრის პოსტის დატოვებას კიდევ ერთხელ ეხმაურება.

ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ არც სხვა მინისტრების და არც პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან შესაძლო წასვლა არ განიხილება.

"ვიდრე ჩატარდებოდა ბრიფინგი, მანამდე ეკა ტიკარაძე იმყოფებოდა პარტიაში. მე პირადად მქონდა მასთან შეხვედრა და საუბარი. რა თქმა უნდა, ბრიფინგიდან ჩვენ ეს არ გაგვიგია.

არავითარი დაპირისპირება არ ყოფილა, ეკა ტიკარაძემ თვითონ განმარტა მისი გადადგომის მიზეზი. ჩამოშლა ხდება ერთ პოლიტიკურ პარტიაში და მას ჰქვია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".

ირაკლი ღარიბაშვილი მტრის ჯინაზე კიდევ ძალიან დიდხანს იქნება პრემიერის პოსტზე," - ამბობს ირაკლი კობახიძე. 

დღის ამბები