30 სექტემბერი 2022,   04:13
ვრცლად
უბედური შემთხვევა კახეთში - ავარიას 25 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

საგარეჯოში მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდაში ავარია მსხვერპლით დასრულდა.
სწრაფად მოძრავი მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბუნებრივი აირის მილს შეეჯახა.

შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ 25 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცი მიღებული მძიმე დაზიანებებით ადგილზევე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება, ​ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს. 

დღის ამბები