25 სექტემბერი 2022,   09:02
ვრცლად
შარლ მიშელი ევროჩინოვნიკია, არ წარმოადგენს ელიტარულ ევროპას - შალვა ნათელაშვილი 

პროდასავლური ორიენტაციის პოლიტიკოსი შალვა ნათელაშვილი ევროპულ მხარეს აკრიტიკებს - როგორც საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ "ღამის კურიერში" განაცხადა, ევროპა არა ქართველი ხალხის არამედ საკუთარი ინტერესების მხარდამჭერია. 

შალვა ნათელაშვილმა ამ კონტექსტში არც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დაინდო და ქართულ პოლიტიკურ ველზე ფასილიტატორ შარლ მიშელს არაელიტური ევროპის ჩინოვნიკი უწოდა.

"შარლ მიშელს ძალიან დიდ პატივს ვცემ და ეს არა ერთხელ დამიფიქსირებია, მაგრამ ის არის ევროჩინოვნიკი, არ წარმოადგენს იმ მოაზროვნე ელიტარულ ევროპას, როგორიც ჩვენ გაგვიგია და როგორითაც ვამაყობთ და გარდა ამისა. როცა ევროპას მიადგებით სამათხოვროდ და საშველად, საკუთარი შეცდომები გააანალიზეთ მეგობრებო და გაიხსენეთ მუხრან მაჭავარიანის ლექსი...

მთელ ევროპას ვკიდივართ ფეხზე, თუ ჩვენს სახელმწიფოებრიობას ჩვენ თვითონ არ ვცემთ პატივს, არ მოვუფრთხილდებით ერთმანეთს. გავიგოთ, რომ ჩვენ ვართ უნათესაო სახელმწიფო.

ევროპა არის ელიტის მხარდამჭერი საქართველოსი. ეს ელიტა ხან არის პოლიტიკური შევარდნაძე-სააკაშვილი, ხან არის ოლიგარქიული მილიარდების მქონე ივანიშვილის რეჟიმი. ევროპა არ არის ქართველი ხალხის მხარდამჭერი, ევროპა არის თავისი ინტერესების მხარდამჭერი. ევროპას უნდა რომ ჩვენ ვყავდეთ გავლენის სფეროდ, ჩვენზე გაიაროს, გაატაროს და გამოატაროს ტვირთები," - ამბობს შალვა ნათელაშვილი. 

დღის ამბები