06 ოქტომბერი 2022,   10:47
ვრცლად
ხალხს რომელმაც მისცა ხმა​ ანანებინებენ და მერე როცა დაბალ მხარდაჭერას იღებენ აბრალებენ გაყალბებას, ამაშია მათი ტრაგედია -  მიხელ სარჯველაძე ოპოზიციაზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციას რიგ საკრებულოებში კრიზისის ხელოვნურად შექმნაში ადანაშაულებს და იმედი აქვს, რომ იმ თვითმმართველ სტრუქტურებში სადაც თავმჯდომარების არჩევა ამ დრომდე ვერ ხერხდება გამოსავალი მოინახება.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, საკრებულოს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია და საქმის განზრახ გაფუჭება დაუშვებელია. 

"დღეს რასაც თვალს ვადევნებთ, იგივე ოპოზიციის მხრიდან, როდესაც ისინი არ მიდიან, სხდომას არ ესწრებიან, არ ლაპარაკობენ იმის თაობაზე, კრიზისი როგორ უნდა იქნას დაძლეული და შემდეგ გამოდიან და იძახიან, რომ ეს არის კრიზის. ხელოვნურად კრიზისების შექმნაში, მოსახლეობასაც გაუჩნდება პროტესტი. რატომ უნდა ანანონ მოსახლეობას, რომელმაც მისცა ხმა რეალურად იმ რაოდენობით, რომ უმრავლესობა მოაპოვებინა ან გადამწყვეტი ხმის უფლება მოაპოვებინა რომელიმე მუნიციპალიტეტში. ანანებინებენ, იმიტომ რომ რეალურად, ეს ხალხი ადამიანებისგან სრულიად შორს მყოფი, სადღაც ცხრა მთას იქით პოლიტიკის კეთებით არიან დაკავებული და მოსახლეობის პრობლემებზე ეს პირიქით, უარყოფითად აისახება.

საკრებულოს აქვს უმნიშვნელოვანესი ფუნქციები და მარტო იმიტომ, რომ

საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის ეს კარგია და ხელსაყრელია, ამის გამო შეიძლება ხელოვნურად აფუჭებდნენ საქმეს? მოსახლეობას ხომ ექნება მათ მიმართ უფრო პრეტენზია? მერე როდესაც დაბალ მხარდაჭერას იღებენ აბრალებენ გაყალბებას, ამაშია მათი ტრაგედია," - ამბობს მიხელ სარჯველაძე. 

დღის ამბები