25 სექტემბერი 2022,   09:52
ვრცლად
"ჩვენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების ერთგული ვართ" - ხავიერ კოლომინა რუსეთს პასუხობს

რუსეთის განცხადებას, რომ NATO-მ საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების შესახებ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება უნდა გააუქმოს, ხავიერ კოლომინა ეხმაურება.

როგორც სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი წერს, რუსეთს სურს უკარნახოს საქართველოსა და უკრაინის მსგავს ქვეყნებს თუ რა არჩევანი გააკეთონ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით.

"როგორც NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ცოტა ხნის წინ რიგაში გამოხატეს, ჩვენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების ერთგული ვართ," - წერს ხავიერ კოლომინა "ტვიტერის" გვერდზე.

დღის ამბები