30 სექტემბერი 2022,   03:50
ვრცლად
ვაქცინაციის მეოთხე დოზის აუცილებლობა და მესამე აცრის შესაძლო შემოღება მოზარდებში - "ომიკრონის" დაფიქსირების ფონზე ქვეყნები რეგულაციებს ისევ ამკაცრებენ

კორონავირუსის ახალი შტამის დაფიქსირების ფონზე თურქეთში მოსახლეობას რეგულაციების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებენ. ისრაელში კი მეტი უსაფრთხოებისთვის ვაქცინის მეოთხე დოზის დამატებას განიხილავენ. დიდ ბრიტანეთში, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევების უმრავლესობა დელტა შტამს უკავშირდება, ფიქრობენ, რომ მალე ომიკრონი ქვეყანაში დომინანტი ვარიანტი გახდება.

ომიკრონის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა ჩვენს მეზობელ სახელმწიფოში. ამ დროისთვის თურქეთში ახალი შტამის 6 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 სტამბულში, 5 კი იზმირში დაფიქსირდა. როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, ომიკრონი სხვა შტამებთან შედარებით სწრაფად ვრცელდება, ამის პრევენციისთვის კი საზოგადოებას რეგულაციების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებს.

ომიკრონთან საბრძოლველად ისრაელი მაღალი რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობისთვის ვაქცინის მეოთხე დოზას განიხილავს. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ახალი შტამის სულ 55 შემთხვევა გამოვლინდა.

შეერთებულ შტატებში ინფიცირების რაოდენობის უმრავლესობა კვლავ დელტა ვარიანტს უკავშირდება, თუმცა ახალი შტამის გამოჩენის გამო მოსახლეობას ბუსტერ დოზების გაკეთებისკენ აქტიურად მოუწოდებენ. სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ 16-17 წლის მოზარდებისთვის ვაქცინის მესამე დოზის გაკეთების ავტორიზაცია გასცა.

ახალი შტამის გავრცელების პრევენციის მიზნით შეზღუდვებს ამკაცრებს ბრაზილია. ახალი რეგულაციები ტურისტებს შეეხებათ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში შესვლის მსურველებისთვის PCR ტესტის წარდგენა საკმარისი აღარ იქნება. ტურისტები ვალდებული იქნებიან აცრის დამადასტურებელი საბუთი წარადგინონ.

დღის ამბები