25 სექტემბერი 2022,   09:58
ვრცლად
ქობულეთში დაჭრილი 3 მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია - რა გახდა დაპირისპირების მიზეზი

ქობულეთში დაჭრილი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. როგორც "რუსთავი 2-ს" სასწრაფო დახმარების ექიმმა განუცხადა, კლინიკაში შეიყვანეს 3 დაჭრილი, რომლებსაც ცივი იარაღით ჭრილობები გულ-მკერდისა და ხელის არეში აქვთ მიყენებული.

შეგახსენებთ, შემთხვევა ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ გვარაში დაახლოებით საათნახევრის წინ მოხდა. სისხლიანი დაპირისპირება სავარაუდოდ, ციტრუსის ჩაბარების დროს მომხდარ კინფლიქტს მოჰყვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები