17 აგვისტო 2022,   17:25
ვრცლად
სპეცოპერაცია ყოფილი დეპუტატის სახლში - "ქურდული სამყაროს" წევრობის ბრალდებით, ქვეყნის მასშტაბით 10-მდე პირი დააკავეს

მასშტაბური სპეცოპერაცია თბილისის რამდენიმე უბანში - "კურიერის" ინფორმაციით, პოლიციამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 10-მდე პირი აიყვანა. 

როგორც "კურიერისთვის" გახდა ცნობილი, სპეცოპერაცია არამარტო დედაქალაქში, არამედ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ჩატარდა - მათ შორის, იმავე ბრალდებით 1 პირი აჭარაშიც დააკავეს. 

სამგორის რაიონში, ხვედელიანის ქუჩის 22 ნომერში სპეცოპერაცია რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, სადაც 30 წლამდე მამაკაცი დააკავეს. დაკავების პროცესს ესწრებოდნენ ოჯახის წევრებიც, თუმცა მათ მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. დაკავებული უკვე გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში. როგორც მეზობლები ამბობენ, სახლი, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, ეკუთვნის ყოფილ დეპუტატს, თემურ ჟორჟოლიანს. 

ავტორი: სანდრო კაჭახიძე

ამავე თემაზე
დღის ამბები